განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილე: როინ მეტრეველის დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება

0 კომენტარი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთერთი მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი როინ მეტრეველის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და მას იუბილე მიულოცა:

"მსურს დიდი პატივისცემა გამოვხატო ბატონი როინ მეტრეველისადმი, მივულოცო მას 80 წლის იუბილე და ჯანმრთელობა ვუსურვო. გავიხსენებ მის განსაკუთრებულ მხარდაჭერას, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი რექტორობის დროს იმუნოლოგიის კათედრა იქმნებოდა. მე გახლავართ ამ მიმართულების პირველი კურსდამთავრებული.

ბატონი როინის მიერ დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით გრძელდება".

ღონისძიებაზე როინ მეტრეველის ავტობიოგრაფიული წიგნის "წარსულის გახსენება" პრეზენტაციაც გაიმართა.

როინ მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.

მეტრეველი თსუ-ს ყოფილი რექტორიც არის. ის ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები