Beyonce

"ნომერ პირველად ყოფნა აღარ არის პრიორიტეტი" - ბიონსეს ახალი ინტერვიუ და ფოტოსესია

0 კომენტარი
ფოტო: ELLE

ბიონსემ ჟურნალ ELLE-ს 2020 წლის იანვრის ნომრისთვის ინტერვიუში წარმატებაზე, დედობასა და საკუთარი თავის სიყვარულზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას კითხა, დამწუხრდა თუ არა, როდესაც ალბომებმა Lemonade-მა და Homecoming-მა ჯილდოები ვერ მოიგეს.

"მე დავიწყე უფრო სიღრმისეული მიზეზების ძიება, როდესაც ცხოვრებამ ისეთი გაკვეთილების სწავლება დამიწყო, რომლებიც არასდროს ვიცოდი თუ მჭირდებოდა. წარმატებას ახლა სულ სხვანაირად ვუყურებ. ვისწავლე, რომ ყველა ტკივილი და დანაკარგი საჩუქარია", - თქვა მომღერალმა.

ბიონსეს თქმით, მას მუცელი რამდენჯერმე მოეშალა და ამან საკუთარი თავი სხვანაირად დაანახა.

"რთული ორსულობის შემდეგ, ერთი წელი ჩემს თავზე ვიყავი ფოკუსირებული. ასევე, მუცლის მოშლის რამდენიმე ფაქტმა მასწავლა, რომ ჯერ საკუთარი თავის დედა უნდა ვიყო, ვიდრე სხვა ადამიანის დედა გავხდები. შემდეგ მეყოლა ბლუ და ამან ჩემი მიზნების ძიება უფრო ღრმა გახადა. მე მოვკვდი და დავიბადე ჩემს ურთიერთობაში. ძალიან ძნელია ჩემთვის უკან დაბრუნება. "ნომერ პირველად" ყოფნა აღარ არის ჩემი პრიორიტეტი. ჩემი ნამდვილი გამარჯვება არის ხელოვნებისა და მემკვიდრეობის შექმნა, რომლებიც ჩემ მერეც გააგრძელებენ სიცოცხლეს", - თქვა მომღერალმა.

ბიონსესა და ჯეიზის სამი შვილი ყავთ - ბლუ აივი კარტერი, რუმი კარტერი და სერ კარტერი.

"ყველაზე სტრესული ჩემთვის სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაა. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ჩართული ვარ შვილების ცხოვრებაში - ბლუს სკოლიდან გამოყვანა, რუმის და სერის აქტივობებზე წაყვანა, ჩემს ქმართან საღამოების გატარება და სახლში ოჯახთან ერთად სადილობა - ეს ყველაფერი კომპანიის მართვის პარალელურად გამოწვევაა. ამ როლების არევა სტრესულია, თუმცა ესაა ცხოვრება ყველა დასაქმებული დედისთვის", - თქვა მომღერალმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები