ფულადი გზავნილები

ნოემბერში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა და $151 მილიონი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით წელს საქართველოში 13.3%-ით გაიზარდა. 

ნოემბერში საქართველოში გამოგზავნილი ფინანსური გზავნილების მოცულობამ 151 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის ნოემბერში იგივე მაჩვენებელი 149,2 მილიონი დოლარს შეადგენდა. 

გამოგზავნილი ფულადი მასის 94% იმ პარტნიორ 18 სახელმწიფოზე მოდის, საიდანაც გზავნილების რაოდენობა 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი თანხა მოცემულ პერიოდში რუსეთიდან გამოიგზავნა. 

რუსეთის წილმა მთლიან ფულად გზავნილებში 25% შეადგინა. 

 

კომენტარები