ვაჟა გაფრინდაშვილი

ციხელაშვილი გატაცებულ ექიმზე: დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზება და ამით მანიპულირება

0 კომენტარი
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხის "პოლიტიკება და ამით მანიპულირება" დაუშვებელია.

ციხელაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ექიმის გასათავისუფლებლად მიმართული ძალისხმევა უპრეცედენტოა:

"არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონი ტყვეობასთან.
დღეს ვალდებული ვართ მისი გათავისუფილების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.

დაუშვებლია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნების და საერთოდ, საღი აზრის და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ.
ამ პრინციპს და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ რა თქმა უნდა.

მისი გათავისიფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის არ დაუბრუნდება ოჯახს", - წერს ციხელაშვილი.

-----------

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ოკუპანტებს ყავთ გატაცებული. ის რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

15 დეკემბერს ექიმის ოჯახმა და გულსემატკივრებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ჰაერში თეთრ ბუშტებზე დამაგრებული ექიმის ხალათი გაუშვეს.

ოკუპირებული ცხინვალი გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები