გიგა ბოკერიას საქმე

ბოკერია მის წინააღმდეგ გამოძიებაზე: არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც გაავრცელა მედიამ

ტაბულა

"მე არაფერი არ ვიცი იმ საქმეზე, რაზეც მედიამ მოიპოვა ინფორმაცია" - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია მთავარი არხის მომზადებულ სიუჟეტზე, რომ ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება.

"ბატონ თალაკვაძეს ვუსმენდი, ბოკერია სპეკულირებს მის დევნაზეო და მე არანაირი სპეკულაცია არ მაქვს, არაფერი არ ვიცი ამის შესახებ გარდა იმისა, რაც მედიამ გაიგო" - თქვა ბოკერიამ.

კითხვაზე, რას უკავშირებს მისთვის სავარაუდოდ ბრალის წარდგენას, ევროპული საქართველოს ლიდერი პასუხობს - "რა ინფორმაციას უნდა დავუკავშირო, არ ვიცი არაფერი".

"იმ ფონზე, როცა ამდენი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ აქვს დევნა დაწყებული ივანიშვილს, ჩემი პერსონალური საკითხი არაფერს არ ცვლის საერთოდ. აგონიის ფონი და კლიმატი უკვე შექმნილია ივანიშვილის რეჟიმისგან, ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, გიგი უგულავას აქვს ბრალი წარდგენილი, მელიას და უამრავ სხვა ადამიანზეა გამოძიება დაწყებული, ერთი ადამიანის დამატება-გამოკლება, რაზეც ხაზს ვუსვამ, არაფერი ვიცი, ვიცი მხოლოდ მედიისგან, არაფერს არ ცვლის არსებითად" - ამბობს ბოკერია.

კომენტარები