ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინის თქმით,მას მსახიობი ქალებისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და არ აფასებენ

0 კომენტარი
ჰარვი ვაინშტაინი ფოტო: Variety

გამოცემასთან The Post ინტერვიუში, ჰარვი ვაინშტაინმა აღნიშნა, რომ კინოსამყაროში ქალებისთვის გზის გაკაფვა, მისი დამსახურებაა, რომელსაც აღარავინ აფასებს. 

" მე ქალი მსახიობებისთვის შექმნილ და ქალების მიერ გადაღებულ იმდენ ფილმზე მიმუშავია, რამდენზეც არავის და არასდროს და ამას 30 წლის წინ ვაკეთებდი, როდესაც ქალები ამ ინდუსტრიაში არ არსებობდნენ და არა ახლა, როცა ეს ყველაფერი მოდაში შემოვიდა. მე ეს პირველმა გავაკეთე! გზა მე გავკაფე!" თქვა ვაინშტაინმა.

ასევე პროდიუსერმა აღნიშნა, რომ თავი "დავიწყებული ადამიანი" ჰგონია: "მომხდარის გამო ყველაფერი განადგურდა. ჩემი შრომა ყველას დაავიწყდა".

ვაინშტაინმა გაიხსენა, რომ 2003 წელს სწორედ ის დაეხმარა გვინეთ პელტროუს კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ქცეულიყო. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს 80-ზე მეტმა ქალმა (მსახიობებმა ან პროდიუსერის კომპანიის თანამშრომლებმა)  ვაინშტაინს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. საბოლოოდ, კომპანიამ The Weinstein პროდიუსერი გაათავისუფლა და გაკოტრდა. ვაინშტაინი ამერიკის კინოაკადემიიდანაც გააძევეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები