შარლიზ თერონი

შარლიზ თერონმა გაიხსენა ღამე, როდესაც დედამისმა მამამისი მოკლა

npr

შარლიზ თერონმა გაიხსენა იმ ღამის დეტალები, როდესაც დედამისმა მამამისი მოკლა. ოსკაროსანი მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. 

"მამაჩემი ავად იყო. მამაჩემი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ლოთობდა. ერთ დღეს გავიცანი და უკვე ლოთი იყო. საკმაოდ უიმედო სიტუაცია იყო ჩვენი ოჯახი კი მასში გაიჭედა. ეს ყოველდღიური ცხოვრება დამოკიდებულ ადამიანთან ერთად არის სამუდამოდ ჩაქსოვილი შენს სხეულში, და არა მხოლოდ ერთი ღამის მოვლენები. ვფიქრობ ჩვენი ოჯახი ძალიან არაჯანსაღი იყო და ამ ყველაფერმა შეგვძრა. რა თქმა უნდა, მინდა რომ ეს ყველაფერი, ეს საშინელი ღამე არასდროს მომხდარიყო. თუმცა, სამწუხაროდ ასე ხდება, როდესაც პრობლემების ფესვებამდე ვერ აღწევ."

"მამაჩემი მთვრალი იყო, ისეთი მთვრალი, რომ წესით ფეხზე ვერ უნდა მდგარიყო, როდესაც სახლში იარაღით მოვიდა. მე და დედა ოთახში ვიყავით კარს აყუდებულები, რომ შიგნით ვერ შემოსულიყო. მაშინ, ის უკან დაიწია და კარს სამჯერ ესროლა. არც ერთი ტყვია შეგვხებია, რაც ნამდვილი სასწაულია. მაგრამ, თავის დასაცავად დედამ მოახერხა და მას - ამ საფრთხეს გაუმკლავდა" იხსენებს მსახიობი. 

თერონის თქმით მას სულაც არ ეთაკილება ამ თემაზე საუბარი. 

"ამ ოჯახში მომხდარი აღუწერელი ძალადობა ისაა რასაც სხვებს ვუზიარებ. ამ თემაზე საუბრის არ მცხვენია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ასეთ თემებზე, მით უფრო ვხვდებით - მარტოები არ ვართ. ჩემთვის ეს არის რაღაცაზე დამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრების სიმძიმის ამსახველი ისტორია და ის აღწერს, თუ რა მოსდით ასეთ ადამიანებს."

კომენტარები