უძრავი ქონება

თბილისის რა უბნებშია ყველაზე ძვირი უძრავი ქონება?

საინვესტიციო ბანკმა, Galt & Taggart-მა, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევა თბილისის უძრავის ქონების ბაზრის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება. 

ამავდროულად კვლევაში მოყვანილია თბილისი უბნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს. წინა წლების მსგავსად ყველაზე ძვირი ქონების შეძენა კვლავაც მთაწმინდაზე დაგიჯდებათ, ხოლო ყველაზე იაფი - გლდანში. 

ბინების საშუალო ფასები უბნების მიხედვით კვადრატულ მეტრზე აშშ დოლარში:

  • მთაწმინდა — 957 დოლარი;
  • ვაკე — 903 დოლარი;
  • საბურთალო — 803 დოლარი;
  • კრწანისი — 724 დოლარი;
  • ჩუღურეთი — 710 დოლარი;
  • დიდუბე — 689 დოლარი;
  • ისანი — 604 დოლარი;
  • ნაძალადევი — 567 დოლარი;
  • დიდი დიღომი — 562 დოლარი;
  • სამგორი — 553 დოლარი;
  • გლდანი — 552 დოლარი. 

შემცირებულია გაყიდული ბინების რაოდენობა წლის პირველ ცხრა თვეში. თუ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 26,272 შეადგინა, იგივე მაჩვენებელი წელს 25,314-ია. კლება თითქმის 4%-ია. 

კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების ნახევარი თბილისის ოთხ უბანზე მოდის. ესენია: გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი. ამ უბნებში თბილისში გაყიდული ბინები ჯამური რაოდენობის 50%-ია.

კომენტარები