ლუკა სირაძის საქმე

"სირცხვილიას" წევრებმა შსს-ის შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და სკამი და მერხი მიიტანეს

ტაბულა

"სირცხვილიას" წევრებმა შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და სკამი და მერხი მიიტანეს

"ეს იყო პატარა სოლიდარობის აქტი იმ ოჯახისთვის და იმ 15 წლის მოზარდისთვის, რომელიც გახდა სისტემის მსხვერპლი, სისტემური დანაშაულის მსხვერპლი", - თქვა ნოდარ რუხაძემ, "სირცხვილიას" აქტივისტმა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ თავის ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები