პოლიციელის დაჭრა

“მთავარი” ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრებს ავრცელებს

ტელეკომპანია მთავარმა ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე პატრულის მანქანას აჩერებს, შემდეგ მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს თავს ესხმის, დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე კი მას ადგილზევე აკავებს.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, პოლიციელი კისრის არეში არის დაჭრილი, ჭრილობა და ოპერაცია მძიმე იყო, თუმცა ამ მონაცემებით კარგი დინამიკაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე პრიმა მუხლით იძიებს.

კომენტარები