ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები

ახალგაზრდული პოლიტიკური დებატების გამარჯვებული ევროპული საქართველოს გუნდი გახდა

ტვ პირველი

ახალგაზრდული პოლიტიკური დებატების გამარჯვებული ევროპული საქართველოს გუნდი გახდა.

გუნდის შემადგენლობით: ანრი ჯანჯღავა, გაგა თუთარაშვილი, ნოდო ლაცაბიძე, ვახო დავითაშვილი, თათია ვახტანგაძე.

დებატების ფინალი ტვ პირველის ეთერში დღეს, 21 დეკემბერს შედგა.

​ევროპული საქართველოს მეტოქე ლეიბორისტული პარტიის გუნდი იყო.

დებატების თემა: ზოგადი განათლება.

"ჩვენი გუნდისთვის პირველი წელი იყო ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში და საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა. ტურნირის მანძლზე ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული თემის დამუშავება გვიწევდა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა თუ განათლების რეფორმა.

ამ საკითხებზე მუშაობა დაგვეხმარა, დეტალურად გავცნობოდით არსებულ რეალობას და სიღრმისეულად გაგვეანალიზებინა სისტემური ხარვეზები სხვადასხვა სფეროში. ყველა ჯერზე შევიმუშავეთ პრობლემების აღმოფხვრის ჩვენეული ხედვა და აუდიტორიას შევთავაზეთ კონკრეტული გეგმა. პროექტი ღირებული იყო დებატების ტექნიკის შესწავლის მხრივაც - სატელევიზიო დებიუტი საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაგვეხმარა", - თქვა ვახტანგაძემ. 

ფინალამდე ევროპული საქართველოს გუნდმა ქართული ოცნების გუნდიც დაამარცხა.

პროექტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

კომენტარები