აშშ-ბრიტანეთი

დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონი აშშ-ში მიიწვია

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი ფოტო: Getty

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ში მიიწვია.

ტრამპმა ჯონსონი მას შემდეგ მიიპატიჟა, რაც ამ უკანასკნელმა მიმდინარე თვეში არჩევნებში გაიმარჯვა.

ბრიტანეთს სურს, აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმოს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი 2020 წლის იანვრის ბოლოს ევროკავშირს დატოვებს.

"ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ შეხვედრა, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში შედგება. ნათელია, რომ ორივე მხარეს სურს, ეს წლის დასაწყისში მოხდეს", - ამბობს "სანდი თაიმსის" წყარო თეთრი სახლიდან.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კაბინეტის სპიკერი გავრცელებულ ცნობებს სპეკულაციებს უწოდებს.

"ჩვენ ვუპასუხებთ ყველა ოფიციალურ ინფორმაციას, ყველაფერ, რაც ამაზე ნაკლებია, სპეკულაციაა", - თქვა მან.

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორების პარტიამ გაიმარჯვა.

ჯამში, კონსერვატორები ბორის ჯონსონის მეთაურობით 365 მანდატს მიიღებენ 650-დან, რაც წინა ჯერთან შედარებით 48-ით მეტია. კონსერვატორებისთვის ეს 1987 წლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგია.

მალევე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონმდებლები კანონის ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ მისი განხილვა საკომიტეტო ფაზაში გადავა, სადაც დეტალებზე იმსჯელებენ.

კანონის დამტკიცების ბოლო ფაზა 25 დეკემბრის შემდეგ დაიწყება. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატას მის დასამტკიცებლად ვადა 9 იანვრამდე ექნება, ამის შემდეგ მას ლორდთა პალატა განიხილავს და საბოლოოდ დედოფალი დაამტკიცებს.

გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვრამდე დატოვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები