დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს მუშაობას

24 დეკემბერს გაიმართა ახალი სამთავრობო უწყების, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია, რომელსაც ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები, ეკატერინე ტიკარაძე და ნათია თურნავაც დაესწრნენ.

სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სააგენტო "მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, სააგენტოს მოვალეობებში შედის "პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა".

გარდა ამისა, სააგენტო გეგმავს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს ახალი ფუნქციები დაუმატოს.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ 2019 წლის 11 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

კომენტარები