აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი ჩრდ. კორეის მუქარაზე: იქნებ, რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ლამაზი ლარნაკი მაჩუქონ

0 კომენტარი
ფოტო: flickr

აშშ-ის პრეზიდენტი "საშობაო საჩუქრის" თაობაზე ჩრდილოეთ კორეის მუქარას გამოეხმაურა. ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ. აშშ-ის სამხედრო ძალებში მოელიან, რომ 25 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა "საჩუქარი" უფრო სასიამოვნო იყოს:

"იქნებ სასიამოვნო საჩუქარია, იქნებ რაკეტის გამოცდის ნაცვლად საჩუქრად ლამაზი ლარნაკი გამომიგზავნოს. იქნებ ლარნაკი მივიღო. შესაძლოა კარგი საჩუქარი მივიღო მისგან. არასდროს იცი რა მოხდება. არ არის პრობლემა, გავიგებთ რა არის სიურპრიზი და ძალიან წარმატებულად გავუმკლავდებით. ყველას აქვს ჩემთვის სიურპრიზები. ვნახოთ რა მოხდება. მე მათ ვუმკლავდები." თქვა ტრამპმა.

ტრამპი შობას მარ-ა-ლაგოში ატარებს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. სარაკეტო გამოცდები მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ვიეტნამში ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ბირთვული განიარაღების საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები