ამინდის პროგნოზი

"თოვლი, ნისლი, ქარბუქი, ღელვა" - როგორი ამინდი იქნება 9-10 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, სინოპტიკოსები ნისლს და ქარბუქს ვარაუდობენ, ზღვაზე -  2-3 ბალიან ღელვას.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები