დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მადამ ტუსოს მუზეუმმა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ფიგურები სამეფო ოჯახის ადგილიდან აიღო

0 კომენტარი
ფოტო: twitter.com/MadameTussauds

მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმმა, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები სამეფო ოჯახის ადგილიდან აიღო - მათი ფიგურები დედოფალი ელიზაბეტ II-ის, პრინცი ფილიპის, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის გვერდით აღარ იდგება.

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ სურვილებს", - დაწერა მუზეუმის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე.

პრინცი ჰარის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმში 2014 წელს მისი 30 წლის იუბილეზე დაიდგა, ხოლო მეგან მარკლის ცვილის ფიგურა 2018 წელს დადგეს, მაშინ როდესაც სამეფო ქორწილი შედგა. ცვილის ფიგურებს ის ტანსაცმელი აცვიათ, რაც სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ნიშნობაზე ეცვათ.

8 იანვარს სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა ბუკინგემის სასახლემ, სადაც ეწერა, რომ წყვილის გადაწყვეტილება რთული საკითხია და საჭიროებს დროს გასარკვევად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები