ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსი ჯეინ ფონდას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ხოაკინ ფენიქსი ჯეინ ფონდას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ყოველკვირეულ აქციაზე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას Cbsnews ავრცელებს.

ჯეინ ფონდა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციას ვაშინგტონში ყოველ პარასკევს მართავს და თავადაც რამდენჯერმე არის დაკავებული.

"ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვით მოძრაობებზე და კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას, ხშირად ყურადღება არ ეთმობა იმ ფაქტს, რომ ხორცისა და ყოველდღიური პროდუქტების მოხმარება მესამე მთავარი გამომწვევი მიზეზია კლიმატის ცვლილების", - მიმართა აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ხოაკინ ფენიქსმა.

აქციაზე ჯოკერის როლის შემსულებელთან ერთად მსახიობი მარტინ შინიც დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები