ჩრდილოეთ ირლანდია

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES/LISAFX

BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. 13 იანვრიდან ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების რეგისტრაცია შეეძლებათ. 

უკვე დაქორწინებული წყვილების ქორწინებას ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლება უკვე კანონიერად ცნობს.

თუმცა სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი წყვილები სტატუსის ქორწინებად შეცვლას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. ამის შესახებ კონსულტაციებს ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლება მიმდინარე წლის განმავლობაში გამართავს. კონსულტაციები გაიმართება ასევე ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში ეკლესიის როლზეც. 

ამასთან, დღეიდან ჰეტეროსექსუალი წყვილები ასევე შეძლენ სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლას. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში წყვილებმა ქორწინებაზე განაცხადი 28 დღით ადრე უნდა შეიტანონ, პირველ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას თებერვალში, ვალენტინის დღისთვის ელოდებიან. 

კამპანიის Love Equality წარმომადგენელი ჯონ ო'დოერტი ამბობს, რომ ეს 5-წლიანი კამპანიის კულმინაციაა და უზარმაზარი ნაბიჯია ლგბტ+ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში. 

"ძალიან ბევრი საკითხია კიდევ მოსაგვარებელი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მყოფ ერთნაირსქესიან წყვილებს ისეთივე უფლებები ჰქონდეთ, როგორიც სხვა იურისდიქციაში მყოფებს. ამასთან, ჩვენ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს და მოითხოვეს ცვლილება მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც გზად ხვდებოდათ,"- ამბობს ო'დოერტი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები