ოსკარი 2020

OSCARS 2020: ჯოკერი ლიდერობს, პარაზიტი ოსკარზე ნომინირებული პირველი სამხრეთ კორეული ფილმია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სულ ცოტა ხნის წინ, ლოს ანჯელესში, ჯონ ჩომ და ისა რეიმ 2020 წლის ოსკარის ნომინანტები დაასახელეს

წელს დაჯილდოების ფავორიტი ტოდ ფილიპსის ფილმი "Joker"-ია. მან 11 ნომინაცია დაიმსახურა. მეორე ადგილი, 10 ნომინაციით, გაინაწილეს სემ მენდესის ფილმმა 1917 და კვენტინ ტარანტინოს სურათმა Once Upon A Time In Hollywood, The Irishman-ს 9 ნომინაცია აქვს, ხოლო ფილმებს Parasite, JoJo Rabbit და Marriage Story - 6. გრეტა გერვინგის ფილმმა Little Women 4 ნომინაცია დაიმსახურა. 

იმის, რომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდნენ ქალი რეჟისორები, გამოცხადებისას ხაზი გაუსვა ისა რეიმ და აღნიშნა "ვულოცავ ამ კაცებს"

ოსკარის  ნომინანტებს შორისაა მსახიობი სინთია ერივო ფილმისთვის Harriet. რამდენიმე ნომინაციაში წარდგენილია რეჟისორის გრეტა გერვინგის ფილმი Little Women. 

წელს უყურადღებოდ არ დარჩა და ბევრი ჯილდო დაიმსახურა ჯუნ ჰო ბონგის ფილმმა Parasite (კანის ფესტივალის გამარჯვებული). PARASITE პირველი სამხრეთ კორეული სურათია, რომელიც ოსკარისთვის იბრძოლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები