ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

2019 წელი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო. წინა წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები განხორციელდა.

2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება. გასული წელი რეკორდული იყო, ასევე, უშუალოდ საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობითაც. წინა წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. 

ამავდროულად, წინა წელს გაიზარდა საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადიც. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი — 1,5 მილიონი, ზრდა — 7%;
  • რუსეთი — 1,47 მილიონი, ზრდა — 4,5%;
  • სომხეთი — 1,36 მილიონი, ზრდა —7,5%;
  • თურქეთი — 1,1 მილიონი, ზრდა — 5%;
  • საქართველო [არარეზიდენტი] — 488 ათასი, ზრდა — 2,6%;
  • უკრაინა — 207 ათასი, ზრდა — 17%;
  • ისრაელი — 205 ათასი, ზრდა — 30%;
  • ირანი — 142 ათასი, კლება — 51%;
  • ყაზახეთი — 103 ათასი, ზრდა — 75%;
  • გერმანია — 89 ათასი, ზრდა — 38%.

მოგზაურების გაზრდილი რაოდენობა შესაბამისად აისახა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული 3,26 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1,4%-ით აღემატება.

კომენტარები