კურილიის კუნძულები

რუსეთმა კურილიის კუნძულებთან იაპონიის სათევზაო გემი დააკავა

რუსეთმა სადავო კუნძულებთან იაპონიის სათევზაო გემი დააკავა და რუსეთის მიერ კონტროლირებულ კუნაშირის კუნძულებზე წაიყვანა, რასაც იაპონია თავის ნაწილად აღიარებს. შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს მოხდა.

როგორც ჰოკაიდოს მეთევზეთა ასოციაციაში ამბობენ, გემზე ექვსი მეთევზე იმყოფება.

იაპონია დაკავებული გემისა და მეთევზეების გათავისუფლებას ითხოვს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ თვეს რუსეთმა სადაო კუნძულებთან ხუთი იაპონური გემი დააკავა, სადაც 24 მეთევზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მათ ჯარიმა გადაიხადეს, ისინი გაათავისუფლეს.

საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.

კომენტარები