იდლიბის პროვინცია

ასადის და პუტინის ახალი შეტევების გამო, 1-ლი დეკემბრიდან იდლიბი 350 000-მა სირიელმა დატოვა

aljazeera

1-ლი დეკემბრიდან ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაზე ასადის რეჟიმისა და რუსეთის განახლებული შეტევის გამო, იდლიბი დაახლოებით 350 000-მა სირიელმა დატოვა, მეტწილად, ქალებმა და ბავშვებმა. გადაადგილებულ პირებზე ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

მათი უმეტესობა ურბანულ ცენტრებსა და იძულებით გადაადგილებულ პირდა ბანაკებში, იდლიბის ჩრდილოეთ-დასავლეთით გადავიდა. გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისში განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების ესკალაციის შედეგად, ჰუმანიტარული ვითარება კვლავ გაუარესებულია.

დღეს სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. საჰაერო თავდასხმა არღვევს მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთსა და თურქეთს შორის იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის 4 იანვარს მოხდა, როდესაც პროვინციის ქალაქ სარმინში ბომბის სკოლასთან ჩამოგდებამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ერდოღანი ამბობს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმების გამო იდლიბიდან მიგრანტთა ტალღა დაიძრა, რომელსაც თურქეთი მარტო ვერ გაუმკლავდება და ახალ ნაკადს ევროპული ქვეყნებიც იგრძნობენ.

კომენტარები