არადეკლარირებული ვერცხლისწყალი

შემოსავლების სამსახური: კარწახის საბაჟო პუნქტზე არადეკლარირებული ვერცხლისწყალი ამოვიღეთ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარწახში არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ფიზიკურად დათვალიერების შემდეგ, 106,58 გრამი არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხლისწყალი გამოავლინეს.

"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები," - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები