ლიბანი

ლიბანს ახალი მთავრობა ჰყავს, პრემიერმინისტრი ჰასან დიაბი გახდა

ჰასან დიაბი

ლიბანში ახალი მთავრობის ფორმირება შეძლეს. პრემიერმინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა მიშენ აუნმა ყოფილი განათლების მინისტრი პროფესორი ჰასან დიაბი წარადგინა. მის კანდიდატურას გასულ თვეს მხარი დაუჭირეს ჰეზბოლამ და მისმა მოკავშირეებმაც, თუმცა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ვერ თანხმდებოდნენ.

ამჯერად პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. დიაბის თქმით ეს "სამაშველო გუნდია" რომელმაც სწრაფად უნდა იმოქმედოს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ჰეზბოლას მხარდაჭერა შესაძლოა დიაბის მთავრობისათვის პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან ის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საუდის არაბეთს, არაბთა ლიგას, ისრაელს, გერმანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს და სხვა ქვეყნებსა თუ ორგანიზაციებს ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავთ შეყვანილი, რაც ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისათვის დახმარების მიწოდებაზე.

ახალი მთავრობის გამოცხადებას ბეირუთის ქუჩებში კვლავ პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები აბობდნენ, რომ მთავრობა მათ არ წარმოადგენს. აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში მასშტაბური აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობა კორუფციას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აპროტესტებდა. შედეგად, გასული წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა საად ჰარირი, თუმცა ამ დრომდე მისი შემცვლელის და ახალი მთავრობის არჩევა ვერ ხერხდებოდა.

აქციების დაშლისას დაშავდა ასობით ადამიანი. მათ შორის ოთხმა ახლო მანძილიდან რეიზინის ტყვიის სროლის გამო თვალი დაკარგა.

კომენტარები