ევროპარლამენტარების კრიტიკა

უგულავა: "გასაოცარი დემოკრატიის" მე-7 წელს ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას

ტაბულა

"გასაოცარი დემოკრატიის" მე-7 წელს ევროპარლამენტიდან ჩვენ ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიოში არავის სჯერა, რომ პროპორციული არჩევნების ჩავარდნის მიზეზი დაჩი ბერაიასა და სიმიტრი ხუნდაძის ამბოხის გამო მოხდა. 

უგულავა ხაზს უსვამს შეფასებებს პოლიტპატიმრების საკითხზე. ის აღნიშნვას, რომ ევროპარლამენტარები ღიად ეძახიან პოლიტპატიმრებს იმ ადმიანებს, ვინც დღეს უკანონოდ არის ციხხეში. 

"ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის ან მფლობელი ან დირექტორი დაკითხვაზე არ დადიოდეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი ან დასაჭერთა სიაშია, ან დაჭერილია და მიდის გამალებული რეპრესიები. და ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ პრაქტიკულად იქმნება ტრენდი მსოფლიოში, რომ აგერ პუტინიც კი, რომელიც თავისი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს იმ სისტემას, რა სისტემაც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არაფორმალური მართვის პირობებში." - ამბობს უგულავა.

უგულავას თქმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა არაფორმალური მმართველობა იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა არ აეღო, თუმცა მაინც ვერ გაექცა. 

"ივანიშვილმა არაფორმალური მართვა გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო დამალულიყო და ეს საქმეები მას პირდაპირ არ შეტენოდა, მაგრამ აქაც მან სრული ფიასკო განიცადა, არავის უხსენებია გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. რაც უფრო გააჭიანურებს "ოცნება" ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნების პროცესს, მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს კრიტიკა და საბოლოო ჯამში მივა ქართულ ოცნების სრულ დელიგიტიმაციამდე." - ამბობს უგულავა.

გუშინ, 21 იანვარს ბრიუსელში გამართულ ევროპარლამენტის პირველ სხდომაზე რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქართული ოცნების ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. ევროპელი დეპუტატების კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და არაფორმალურ მმართველობას შეეხობდა.  

კომენტარები