კორუფციის აღქმის ინდექსი

TI: კორუფციის აღქმის ინდექსში ქულის კლება ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებენ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს გაუარესებული შედეგი ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციის მანიშნებელია.

ანგარიში საერთაშორისო გამჭვირვალობამ დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის კუთხით 180 ქვეყნიდან 44-ე პოზიციას იყოფს ჩეხეთთან, ლატვიასთან და კოსტა რიკასთან ერთად.

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ინდექსში ორი ქულა მოაკლდა, თუმცა როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობის თბილისის ოფისში ამბობენ, "კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა."

თუმცა ორგანიზაციაში პრობლემატურად თვლიან ბოლო წლებში საქართველოს მხრიდან ინდექსში პროგრესის ნაკლებობას, რასაც "ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციას" მიაწერენ.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო კორუფციის აღქმის თვალსაზრისით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა, თავის მხრივ, ეს რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

კომენტარები