სალომე ზურაბიშვილი

"კობახიძე გადადგა, შემდეგ პარლამენტს საფრთხე დაემუქრა", - ზურაბიშვილის ტყუილი ევროსაბჭოში

პრეზიდენტის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შესახებ საუბრისას ტყუილი თქვა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა".

ეს სიცრუეა - დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით 20-21 ივნისის ღამეს დაშალეს. დაშლამდე ისინი, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მასპინძლობის და მისთვის სავარძლის დათმობის გამო სწორედ კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა, მან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 21 ივნისს, დაახლოებით 15:40 საათზე დატოვა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები გავრილოვის ღამეს, დეტალურად წაიკითხეთ აქ.

დღეს, 28 იანვარს, ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.

კომენტარები