Super Bowl 2020

SUPER BOWL 2020-ის სარეკლამო ვიდეოების თიზერები გამოქვეყნდა

2020 წლის Super Bowl-ის სარეკლამო ვიდეოების გამოქვეყნა - წელს კომპანიები მთლიანობაში 54 ვიდეოს გამოუშვებენ.

წლევანდელ შოუს რამდენიმე დებიუტანტიც ჰყავს, მაგალითად Facebook და საკვების მწარმოებელი კომპანია Sabra. გარდა ამისა, რეკლამები გააკეთეს ისეთმა კომპანიებმაც, რომლებიც უკვე წლებია Super Bowl-თან თანამშრომლობენ.

2020 წლის Super Bowl-ი პოლიტიკურიც იქნება - აშშ-ის პრეზიდენტს დონად ტრამპსა და მილიარდერ ბიზნესმენს მაიკლ ბლუმბერგს 60-წამიანი საპრეზიდენტო კამპანიის ვიდეოები ექნებათ.

Super Bowl 2020 ორ თებერვალს ჩატარდება და შოუზე ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იმღერებენ.

ნახეთ სარეკლამო ვიდეოების თიზერები:

Amazon

ამაზონის რეკლამაში ელენ დეჯენერესი და მისი ცოლი პორშა დე როსი მონაწილეობენ, რომლებიც ხალხს ეკითხებიან, როგორი იყო სამყარო ალექსას [Alexa] შექმნამდე.

 

Budweiser

ლუდის მწარმოებელი კომპანია ცნობილია Super Bowl-ისთვის შექმნილი დასამახსოვრებელი სარეკლამო ვიდეოებით.

წელს Budweiser-მა შექმნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ყოველდღიური სიკეთის მაგალითები და ადამიანების ინდივიდუალური და გუნდური ეპიკური მიღწევები. 

 

Cheetos

ჩიტოსი Super Bowl-ს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა და 30-წამიანი ვიდეო შექმნა, სადაც MC Hammer სიმღერას "Can't touch this"-ს ასრულებს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=15&v=rqVOlvU-MaI&feature=emb_title]

 

Coca-cola

კოკა-კოლა 2019 წლის გამოტოვების შემდეგ Super Bowl-ისთვის სარეკლამო ვიდეოების გაკეთებას აგრძელებს.

კომპანიას ჯერჯერობით არ უთქვამს რომელ პროდუქციას გამოიყენებენ რეკლამაში, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა Coke Energy იყოს, ან მინერალური წყალი Aha, რომელიც იანვარსა და მარტში უნდა გამოვიდეს.

Doritos

დორიტოსისი რეკლამა, ისევე როგორც ჩიტოსის, სარეკლამო კომპანია Goodby Silverstein & Partners-ის გადაღებულია, სადაც სემ ელიოტი ლილ ნასისა და ბილი რეი საირუსის სიმღერას "Old Town Road"-ს ასრულებს.

კომპანიას 2019 წლის რეკლამაც მუსიკალური ჰქონდა.

 

Google


ფოტო: Google

10-წლიანი პაუზის შემდეგ, Google შოუსთვის მეხუთე სარეკლამო ვიდეოს შექმნის და მას კვირას გამოაქვეყნებს.

ვიდეოში ნაჩვენები იქნება, Google-ის ვირტუალური ასისტენტი როგორ ეხმარება კაცს თავისი ცოლის გახსენებაში.

Facebook 

ფეისბუქი პირველად წარსდგება Super Bowl-ზე სარეკლამო ვიდეოთი, რომელიც 60-წამიანი იქნება და მასში მონაწილეობას კრის როკი და სილვესტერ სტალონე მიიღებენ.

რეკლამას სარეკლამო კომპანია Wieden + Kennedy გადაიღებს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=14&v=RdKvGBhaMWI&feature=emb_title]

 

Microsoft 

მაიკროსოფტის Super Bowl-ისთვის შექმნილი სარეკლამო ვიდეო მწვრთნელის ასისტენ ქალს, ქეითი სოუერს შეეხება. ის პირველი ქალი გახდება, რომელიც Super Bowl-ზე მწვრთნელის ამპლუაში წარსდგება.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=14&v=_xPn4DXIj5w&feature=emb_title]

 

Pepsi


ფოტო: Pepsi

პეპსის 2020 წლის Super Bowl-ისთვის 30-წამიანი სარეკლამო ვიდეო ექნება, რომელშიც Missy Elliott და H.E.R გამოჩნდებიან.

ვიდეოში შავ ქილაში ჩამოსხმული უშაქრო პეპსის რეკლამა გაკეთდება.

Pringles

ჩიფსის მწარმოებელი კომპანია შოუსთვის 30-წამიან სარეკლამო ვიდეოს გამოუშვებს, რომელშიც Rick And Morty-ის ანიმაციები იქნება წარმოდგენილი.

Pringles-ისთვის ეს მესამე Super Bowl-ის რეკლამა იქნება.

 

კომენტარები