საქართველო-გერმანიის ურთიერთობები

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ თანამდებობაზე გამსახურდია გასული წლის ნოემბერში დაინიშნა და გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა გამსახურდიას სამუშაო გამოცდილება. 

კონსტანტინე გამსახურდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.1992-2005 წლებში გამსახურდია მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. ამავე პერიოდში იგი მუშაობდა ექსპერტად ევრაზიის საკითხებში. 

1997-2004 წლებში გამსახურდია შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტად მუშაობდა. მომდევნო წლებში გამსახურდია აქტიურად დაკავდა პოლიტიკით. 2007 წელს იგი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. პარლამენტმა გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.

კომენტარები