ემინემის ახალი ალბომი ბილბორდის ჩარტების სათავეშია

Music to be Murdered By

ემინემის ახალი ალბომი "Music to be Murdered By" Billboard 200-ის ჩარტების სათავეშია.

47 წლის რეპერმა ალბომი სრულიად მოულოდნელად და წინასწარი დაანონსების გარეშე 17 იანვარს გამოუშვა. Nelsen Music-ის ცნობით, ალბომი გამოსვლის შემდეგ 218 მილიონზე მეტჯერ დაისტრიმა.

"Music to be Murdered By" ემინემის მეათე ალბომია, რომელიც ბილბორდის ჩარტების სათავეში მოხვდა. ეს ფაქტი ემინემს ისეთ მომღერლებთან და ჯგუფებთან აერთიანებს, როგორებიც არიან The Beatles, ჯეი-ზი, ბარბრა სტრეიზანდი, ბრუს სპრინგსტინი და ელვის პრესლი.

რეპერმა წინა ალბომი "Kamikaze" 2018 წელს გამოუშვა.

კომენტარები