თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუას ცემის ფაქტზე სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაბეიშვილის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

"ფაქტობრივად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონად გამომაცხადეს, დაგეგმილ თავდასხმის შემდეგ გამასამართლეს, უცნაური არაა ამ ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს ხაბეიშვილი პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენეთ, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ამჯერად დაპირისპირება ხაბეიშვილსა და ზარქუას შორის მოხდა. ხაბეიშვილი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლო იყო ბრალი მისთვის წარედგინათ და დაებრალებინათ "ამ ტურების, სვავების და ლაჩრების ცემა". სწორედ ამ ინციდენტზე ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები