სომალი

კალიების შემოსევის გამო სომალიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

BBC

აღმოსავლეთ აფრიკაში დიდი ზომის კალიების შემოსევის გამო, სომალის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დიდი ზომის კალიები, რომლებიც მცენარეების დიდ რაოდენობას ანადგურებენ, სომალის სასურსათო მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

კალიებთან ბრძოლისთვის ხელისუფლება თვითმფრინავებს ვერ იყენებს, მიზეზად კი ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაცია სახელდება. 

როგორც გაეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბური კალიების შემოსევა სომალისა და ეთიოპიაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მეზობელ კენიაში კი კალიების შემოსევა ბოლოს 70 წლის წინ იყო. 

სომალი რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კალიების შემოსევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

მწერები აღმოსავლეთ აფრიკაში იემენიდან, წითელი ზღვის გავლით მოხვდნენ. 2019 წლის ბოლოს კი წვიმიანმა ამინდებმა კალიების გამრავლებისთვის იდეალური პირობები შექმნა. 

კალიaს დღის განმავლობაში 150 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა შეუძლია. ყოველი ზრდასრული კალიას კი საკუთარი წონის საკვების შეჭმა შეუძლია. 

კომენტარები