კორონავირუსი

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 360-ს მიაღწია, გამოვლინდა დაავადების 17,205 შემთხვევა

Reuters

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 360-ს, ხოლო ვირუსით ინფიცირებულების რიცხვმა კი 14,205-ს მიაღწია. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაფიქსირდა, სადაც დაავადებას 50 წლის კაცი ემსხვერპლა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლაების პირველი შემთხვევა გუშინ, 2 თებერვალს, ფილიპინებში დაფიქსირდა.

ჩინეთის გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე, ვირუსით ინფიცირების 175 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება. დროდადრო ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ეს ყველა ჯერზე უარყო დაავადებათა კონტროლოს ეროვნულმა ცენტრმა.

კომენტარები