ცნობილი ადამიანები

ლედი გაგამ ინსტაგრამზე თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა

0 კომენტარი
მაიკლ პოლანსკი და ლედი გაგა

ლედი გაგა და მაიკლ პოლანსკის ერთმანეთს ხვდებიან - მომღერალმა რამდენიმე საათის წინ ამის დამადასტურებელი ფოტო ინსტაგრამზე დადო.

წყვილი ერთად მაიამიში იყო წასული რამდენიმე დღით და სწორედ იქიდან დადეს ფოტოც.

"მაიამიში ძალიან გავერთეთ. მიყვარს ყველა ჩემი პატარა მონსტრი და ფანი, საუკეთესოები ხართ!", - წერს ლედი გაგა.

მაიკლ პოლანსკი Parker Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია 2015 წელს შეიქმნა და ის მხარს უჭერს ფილანტროპიულ საქმიანობებს მეცნიერებაში, ჯანდაცვის საყოველთაობაში, ხელოვნებაში და ა.შ. ის ასევე წევრების შემადგენლობაშია Parker Institute-ში, რომელიც კიბოზე კვლევების ჩატარებას ასპონსორებს.

2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2019 წლის თებერვალში, ლედი გაგა თავის საქმროს - კრისტიან კარინოს დაშორდა. ამის შემდეგ ის ცოტა ხნის განმავლობაში აუდიო ინჟინერს, დენ ჰორტონს ხვდებოდა. სავარაუდოდ, მომღერალი და მაიკლ პოლანსკი ერთმანეთს ახალი წლის შემდეგ ხვდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები