ზოი კრავიცმა გამოცემასთან Elle ინტერვიუში საკუთარ კომპლექსებსა და ბულემიასთან 10 წლიან ომზე ისაუბრა.
მსახიობის თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ის 13 წლის ასაკში მამასთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ არ მოეწონა ახალი სკოლა და ბავშვები: "ისინი ზედმეტად ნარცისულები იყვნენ და ტრაბახიც უყვარდათ."
"15 წლის ასაკში ჩვეულებრივი, ნორმალური წონის თინეიჯერი ვიყავი, მაგრამ ულამაზესი და გამხდარი დედისა და მამის,რომელიც სუპერმოდელს ხვდებოდა, ფონზე, თავს არაკომფორტულად და შებოჭილად ვგრძნობდი" თქვა მსახიობმა.
ამის შემდეგ, ზოის კვებითი აშლილობა დაეწყო. პირველ ხანს, როდესაც ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, გამოსდიოდა საკუთარი მდგომარეობის მშობლებისგან დამალვა. შემდეგ კი, როდესაც მშობლებმა თავიანთი შვილის დაავადების შესახებ გაიგეს, ზოიმ მკურნალობა მაშინვე დაიწყო. მსახიობი ბულემიას ათი წლის განმავლობაში ებრძოდა.
"ახლა კარგად ვარ, მაგრამ არასდროს მავიწყდება, რომ პრობლემები მქონდა და ავად ვიყავი, ამიტომ რეჟიმს ყოველთვის ვაკონტროლებ"