ოსკარი 2020

“ტანსაცმელს აღარ ვიყიდი” - ჯეინ ფონდას ოსკარზე 2014 წლის კანის ფესტივალის კაბა ეცვა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჯეინ ფონდამ საჯარო პირობა დადო, რომ მეტ ტანსაცმელს აღარ შეიძენს და ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზეც ძველი კაბით გამოცხადდა.

მსახიობს ოსკარზე Elie Saab-ის წითელი კაბა ეცვა, რომლითაც 2014 წლის კანის კინოფესტივალზე უკვე ნამყოფი იყო.

ერთადერთი რამ, რაც მის ჩაცმულობას კანის კინოფესტივალის ჩაცმულობისგან განასხვავებდა, წითელი მოსაცმელი იყო, რომელიც ჯეინ ფონდას თქმით, უკანასკნელი ტანსაცმელია, რაც შეიძინა.

"ხედავთ მოსაცმელს? რაიმე წითელი მჭირდებოდა, გარეთ გავედი და ეს ფასდაკლებით ვნახე. ეს არის უკანასკნელი ტანსაცმელი, რაც შევიძინე და რასაც შევიძე.

ჩვენ არ უნდა ვაქციოთ საყიდლებზე სიარული იდენტობის ნაწილად. არაფერში გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ნივთი. ამიტომ, მე ტანსაცმლის ყიდვას აღარ ვაპირებ", - თქვა ჯეინ ფონდამ.

82 წლის მსახიობი ყოველ პარასკევს, ვაშინგტონში კლიმატის ცვლილების საწიმააღმდეგო აქციას ატარებს და მისი მიმდინარეობისას რამდენჯერმე არის დაკავებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები