მაკალეი კალკინი და მაიკლ ჯექსონი

მაკალეი კალკინი მაიკლ ჯექსონზე: მას ჩემთვის არაფერი უქნია

0 კომენტარი
ფოტო: loop png

საკულტო ფილმის Home Alone მსახიობმა, მაკალეი კალკინმა გამოცემასთან Esquire თავის წარსულზე ისაუბრა და მაიკლ ჯექსონთან, რომელსაც ბრალი პედოფილიაში დასდეს, მეგობრობის წლები გაიხსენა. 

"დავიწყებ ერთი წინადადებით, რომელიც უბრალოდ წინადადება კი არა, სიმართლეა: მას ჩემთვის არაფერი უქნია. ზოგადად ეგეთი რამე არასდროს უქნია. ახლა რამის დამალვას რა აზრი აქვს, კაცი გარდაიცვალა. კი არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მოდაშია, მაგრამ  საუკეთესო დრო ასეთ თემებზე საუბრისთვის ნამდვილად ახლაა. ამიტომ, რამე რომ მქონდეს სათქმელი, აუცილებლად ვიტყოდი,მაგრამ არა.არაფერი მსგავსი მინახავს და ჩემთვის მას არაფერი უქნია." თქვა კალკინმა.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland 2019 წელს გამოვიდა. სურათში მაიკლ ჯექსონის ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ, ყვებიან მათ არაჯანსაღ ურთიერთობაზე მუსიკოსთან. მაკალეი კალკინისა და მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობრობა მრავალი წლის განმავლობაში ბევრ კითხვას ბადებდა და ფილმის გამოსვლასთან ერთად ინტერესი კვლავ გამოიწვია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები