ცნობილი ადამიანები

სოფი ტერნერი ორსულად არის, ის ჯო ჯონასისგან პირველ შვილს ელოდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი პირველ შვილს ელოდებიან - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

წყვილმა 9 თვის წინ, 2019 წლის 30 მაისს, ლას-ვეგასში იქორწინა. ამის შემდეგ მათ, 1 ივლისს, საფრანგეთში მეორე ქორწილიც გადაიხადეს.

23 წლის სოფი ტერნერი და 30 წლის ჯო ჯონასი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათი თქმით, ურთიერთობა ინსტაგრამზე მესიჯების გაგზავნით დაიწყეს და შემდეგ საერთო მეგობრების წყალობით ერთმანეთი გაიცნეს.

ჯერჯერობით, წყვილიდან არც ერთს სოფი ტერნერის ორსულობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები