მკვლელობა ლისის ტბაზე

შსს-მ 2019 წელს ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავა, 4 ისევ იძებნება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ზ.მ 2019 წლის ოქტომბერში, ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობისთვის დააკავეს. ზ.მ-მ თანამზრახველებთან ერთად ადამიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ის შემდეგ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და მოკლეს. 4 პირი ამ დრომდე იძებნება. 

"ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა",-წერია განცხადებაში.  

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზ.მ-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

მასთან ერთად, პატიმრობა შეეფარდა დანაშაულში მონაწილე 4 პირსაც. მათ ბრალლი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარებაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებიაში ედებათ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები