ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი

14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვლის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თეთრი ტბის, ომარ ხიზანიშვილის, გიორგი ბაბილოძის, ზაქარია მაისურაძის, ვეკუას და ბადრი კობახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების და დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ბოგდან ხმელნიცკის, ემზარ სულაქველიძის, პაატა ჯანელიძის, ბესიკ გეთიას, მამისაანთუბნის, აშოტ კურაპალატის, ჯუმბერ ლეჟავას, დუტუ მეგრელის, ისნის, ურბნისის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები