სითი პარკი

მერიამ სითი პარკს $4.3 მლნ გადაუხადა და კომპანიამ დავა შეწყვიტა

თბილისის მერიის ცნობით, შეთანხმება შედგა მერიასა და კომპანია სითი პარკს შორის.

შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მერიამ კომპანიას 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან.

სანაცვლოდ სითი პარკმა შეწყვიტა სამართლებრივი დავა - უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და უარი თქვა საარბიტრაჟო დავაზეც.

თბილისის მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეუჩერა და საკუთარ თავზე აიღო პარკირების სისტემის მართვა.

სითი პარკთან ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და მისი ვადა 25 წელიწადი იყო.

 

კომენტარები