სითი პარკი

კალაძე City პარკზე: არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი

ქართული ოცნება

დედაქალაქის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ კომპანია "სითი პარკში". ცნობისთვის, სითი პარკში ამბობენ, რომ კალაძეს გამოწერილ ჯარიმებზე არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს.

"სიახლე არაფერი არ მითქვამს. ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად, მიდგომები იქნება სამართლებრივი გზით" - თქვა კალაძემ.

თბილისის არჩეულმა მერმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ City პარკი არაკანონიერად მოქმედებს. 

"თუნდაც რომ ვნახოთ სტატისტიკა, ჯარიმები, რომელიც მათი მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% არის გამამართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, მაშინ ჩნდება კითხვა, ანუ ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად?"-თქვა კალაძემ და არ გამორიცხა, თბილისის მერიამ "სითი პარკის" წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. 

არჩეულ მერს "სითი პარკში" კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს უპასუხეს და არაკანონიერ მოქმედებასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყვეს. 

„გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2% ხდება სადაო და აქედანაც, დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია „სითი პარკი“ - ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ტაბიძე.

კომენტარები