ირაკლი შოთაძე

ოპოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტთან სირცხვილის კორიდორებით გააპროტესტებს

0 კომენტარი

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან სირცხვილის კორიდორებს 10:00-დან მოაწყობენ და მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გააპროტესტებენ. ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის ერთადერთ კანდიდატს.

პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 11:00-ზე, ხოლო პლენარული - 12:00-ზეა ჩანიშნული.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 14 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები