პარლამენტის პიკეტირება

აქციაზე მედიას თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება, მუშაობა პოლიციის კორდონებს შორის უწევს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ისინი დემონსტრანტებს შორის დგანან. ჟურნალისტები ტერიტორიაზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან და პოლიციის კორდონებს შორის უწევთ მუშაობა.

საქართველოს პარლამენტთან აქცია-პიკეტი მიმდინარეობს, ოპოზიცია და აქტივისტები შესასვლელებთან სირცხვილის დერეფნებს აწყობენ, რითაც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. დეპუტატების მანქანების პარლამენტის ეზოში შესვლისას აქტივისტები სკანდირებენ "მონა"-ს და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ პარლამენტს 7 თებერვალს წარუდგინა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები