რუსთავის საკრებულო

ლევან ონიანი: ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის

0 კომენტარი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი ლევან ონიანი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი ლევან ონიანი განმარტავს, რომ მას ევროპული საქართველოს დეპუტატისთვის, ელენე ხოშტარიასთვის, "როგორც ქალბატონისთვის", ისე არ უგინებია. 

"ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის, ელენე ხოშტარიას ლევან ონიანმა ის ემოციური პოსტი დაუწერა და არა მარტო ელენე ხოშტარიას, არამედ იმათი ლიდერი მიშა სააკაშვილიც იყო ნახსენები, რომელსაც არანაკლები ემოციური პოსტი მივუძღვენი. იქ იხსენა შუაშისტებიც, რატომ არ დამისვით კითხვა?" - უთხრა ონიანმა მთავარ არხს. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, თანაგუნდელ ირმა ნადირაშვილთან ერთად პარლამენტში არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს სიმბოლურად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო, რადგან იმავე სესიაზე პარლამენტი ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დაბრუნებისთვის აპირებდა კენჭისყრას. 

"ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაწყოფა [სტილი დაცულია]. მაპატიეთ მაგრამ ყველას დედას შე**ცი მე ხოშტარიათი დაწყებული შუაში "შუაშისტების" და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და დედის ტ***ნის სურვილებით," - დაწერა ონიანმა Facebook-ზე 18 თებერვალს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი შეურაცხმყოფელი პოსტებს წერს. 11 ივლისს, მას შემდეგ, რაც ტვ პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საავტორო გადაცემაში მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიწვია 20 ივნისის ღამის შესახებ სასაუბროდ, ონიანმა ერთერთი მომხმარებლის პოსტზე დაწერა: 

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის". 

მოგვიანებით, ონიანმა ამას "მეგობრული ხუმრობა" უწოდა და ინგა გრიგოლიასთან ერთად, ქართულ ოცნებასაც მოუხადა ბოდიში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები