ქუთაისის პარლამენტის შენობა

სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში

0 კომენტარი
ფოტო: facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ცნობას ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ.

სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის გადატანას "საშვილიშვილო საქმეს" უწოდებს და ამბობს, რომ ამით დასავლეთ საქართველო ძლიერდებოდა.

"საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას." - აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში, რომლის ბოლოსაც იმედს გამოთვამს, რომ პარლამენტი კვლავაც დაუბრუნდება ქუთაისს.

დღეს, 21 თებერვალს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის პარლამენტის შენობას ყიდის. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა. შენობის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს ძალაში ქართული ოცნების განახლებული კონსტიტუცია შევიდა, საპარლამენტო საქმიანობამ მთლიანად გადმოინაცვლა თბილისში, ქუთაისის პარლამენტის შენობა კი უფუნქციოდ დარჩა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობაში მომსახურების ცენტრის ანალოგი უნდა გაეხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ქუთაისის პარლამენტის შენობის აშენება 326 მილიონზე მეტი დაჯდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები