კორონავირუსი

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ერთ დღეში $140 მილიარდით შემცირდა

0 კომენტარი

24 თებერვალს პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 139,8 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზი საფონდო ინდექსების ვარდნაა, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხით არის გამოწვეული. 

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით ეს ყველაზე დიდი შემცირებაა რეიტინგის არსებობის ისტორიაში. ყველაზე მეტი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა იზარალა. ბეზოსის ქონება 24 საათში 4,8 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

დაახლოებით ამდენითვე შემცირდა, ფრანგი ბერნარ არნოს ქონებაც. პრემიუმ ბრენდების ჰოლდინგ LVMH-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელემა ერთ დღეში 4,7 მილიარდი დოლარი იზარალა. 4 მილიარდი დოლარით შემცირდა ტექსტილის გიგანტის კომპანია, Inditex-ის მფლობელის, ამანსიო ორტეგას ქონებაც. 

3,4 დოლარი დაკარგა Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა. 24 თებერვალს მსოფლიოს ძირითადი საფონდო ინდექსები საგრძნობლად შემცირდა. მაგალითაც, S&P-ის ინდექსის კლებამ 3,5% შეადგინა.

დაახლოებით ამდენივე იყო Dow Jones-ის ინდექსის კლებაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები