ჰარვი ვაიშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატი: მან განაჩენი, როგორც კაცმა, ისე მიიღო

ჰარვი ვაიშნატინი და დონა როტუნო.

გუშინ, ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინი ხუთი საქმიდან ორში - გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეებში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოდან გამოსულმა ცნობილი პროდიუსერის ადვოკატმა, დონა როტუნომ, თავის დაცვის ქვეშ მყოფზე ისაუბრა.

"ცხადია, ეს ტკბილ-მწარე დღეა. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, რაც შეეძლოთ. ჩვენ ვერ ვნახეთ ერთი ნაფიცი მსაჯულიც კი, რომელსაც ჰარვი ვაინშტაინი გაგონილი არ ჰქონდა", - თქვა ადვოკატმა.

ჰარვი ვაინშტაინის საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული - 7 კაცი და 5 ქალი ხუთი დღის განმავლობაში განიხილავდა.

დონა როტუნოს თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებლა და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას.

"ჩემთვის საშინელი საყურებელია, როდესაც ჩემს კლიენტს აკავებენ. ამასთან დაკავშირებით თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობთ", - თქვა ადვოკატმა.

ამის შემდეგ დონა როტუნოს ჟურნალისტებმა კითხეს, როგორ მოიქცა ჰარვი ვაინშტაინი, მას შემდეგ რაც განაჩენის შესახებ გაიგო.

"ჰარვი ძალიან ძლიერია. ის დაუჯერებლად ძლიერია. მან განაჩენი, როგორც კაცმა, ისე მიიღო. მან იცის, რომ ჩვენ მისთვის ბრძოლად გავაგრძელებთ და ასევე იცის, რომ დასრულებული არაფერი არ არის", - უპასუხა ადვოკატმა.

მედიის წარმომადგენლები ჰარვი ვაინშტაინის მეორე ადვოკატს, არტურ აიდალასაც ესაუბრნენ. მისი თქმით, ბრალდებული "შოკირებული, მაგრამ ამავდროულად სტოიკური" იყო.

"ის მუდმივად იძახის - "უდანაშაულო ვარ, უდანაშაულო ვარ. რანაირად შეიძლება ეს ამერიკაში მოხდეს? უდანაშაულო ვარ, უდანაშაულო ვარ". მტკიცებულება არ იყო საკმარისად ძლიერი", - თქვა მან.

---

ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცდა.

პროდიუსერს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც 2006 წელს მას ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალები წერდნენ სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

კომენტარები