ახალი ავტობუსები

თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ - პროექტის ღირებულება 37 885 207 ევროა

0 კომენტარი

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ტენდერში Tegeta Motors-მა გაიმარჯვა და კომპანია გაზზე მომუშავე, BMC-ის მარკის ავტობუსებს თურქეთიდან შემოიყვანს.

"რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დამატებით ახალი ავტობუსების შესყიდვას. ჩვენ არამხოლოდ ძველი ავტობუსების ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, კიდევ, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები... ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ ათი წუთი იყოს მოცდის დრო. გარდა ამისა, შემდეგი ეტაპი არის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება" - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, 126 ერთეულ ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით შეისყიდიან. BMC-ის მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა. ავტობუსებს აქვთ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემა, USB-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა. 

ხელშეკრულების მიხედვით, BMC მარკის ავტობუსებს უნდა ჰქონდეს სრული გარანტია მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ავტობუსების სასიცოცხლო ოპერირების ვადა კი, უნდა იყოს არანაკლებ 12 წელი და 960 000 კმ გარბენი. პროექტის ღირებულება 37 885 207 ევროს შეადგენს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები