ჯონი ქეში

ჯონი ქეშის ცხოვრება სურათებში

0 კომენტარი
ფოტო: Morrison Hotel Gallery

ჯონი ქეში 1932 წლის 26 თებერვალს დაიბადა. დედას ბიჭისთვის ჯონის დარქმევა უნდოდა, მამას - რეის, ამიტომ სახელი ვერ მოუფიქრეს და ინიციალებით ჯეი -არ (J.R) მიმართავდნენ, თუმცა 18 წლის ასაკში, როდესაც მას ჯარში მოუწია წასვლა ის ჯონ ქეში გახდა, მოგვიანებით კი პროდიუსერის გადაწყვეტილებით - ჯონი ქეში.

სამხედრო სამსახურის შემდეგ ქეში სტუდიაში Sun Records მივიდა, სიმღერა Cry,Cry,Cry შეასრულა და კონტრაქტიც მიიღო. 1957 წელს გამოვიდა ქეშის ალბომი Johnny Cash with His Hot and Blue Guitar. ამის შემდეგ კომპანიამ Columbia Records მუსიკოსს უკეთესი პირობები შესთავაზა და ქეში მასთან თანამშრომლობას დათანხმდა. 

ქეშის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მისი კონცერტების ჩანაწერები ციხეებიდან At Folsom Prison და At San Quentin სენსაციად იქცა. 

ჯონი ქეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალშემოსავლიანი მუსიკოსი გახდა. ცოლმა, რომელსაც ქეში 18 წლიდან იცნობდა, მუსიკოსის მუდმივ სიმთვრალესა და ნარკოდამოკიდებულებას ვერ გაუძლო და მიატოვა. 

ამის შემდეგ ქეშმა მძიმე პერიოდი გაიარა და თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა გადარჩა. ამის შემდეგ იწყება მისი ურთიერთობა ჯუნ კარტერთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი მეგობარი იყო და მასთან ერთად სიმღერებიც არაერთხელ ჩაუწერია. 

2003 წლის გაზაფხულს ჯუნი გარდაიცვალა. ცოლის დაკარგვას ქეშმა ვერ გაუძლო და რამდენიმე თვის შემდეგ, დიაბეტის გამო გარდაიცვალა. 

ჯონი ქეშის დაბადების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ რამდენიმე კადრს მუსიკოსის ცხოვრებიდან:

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები